განთლების ახალ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაში განათლების მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ახალი ინიციატივა სწორედ ისეთი კანონპროექტის შექმნას გულისხმობს, რომელიც სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტების კონსოლიდაციას ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოახდენს. პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ახალი კანონპროექტის შემუშავების ეტაპებზე იმსჯელეს. წევრებს შორის გადანაწილდა პასუხისმგებლობები, განხილულ იქნა მოქმედი კანონმდებლობა და რეგულაციები. დაიგეგმა ჯგუფის საქმიანობის მომდევნო ეტაპები. წევრები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.