საგრანტო კონკურსების პრეზენტაცია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება განათლების მინისტრმა გახსნა. ისაუბრეს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზე. ყურადღება გამახვილდა ასევე სახელმწიფო საგრანტო კონკურსების მნიშვნელობაზე, მიზნებზე, პრიორიტეტებსა და საკონკურსო პირობებზე.