განათლების რეფორმა და უნივერსიტეტების არასაჭირო რაოდენობა – ამ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა. განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში უნივერსიტეტების რაოდენობა განათლების ხარისხთან შესაბამისობაში არ არის. რაც შეეხება კონკურენციას, მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არგუმენტი არ არის, რადგან მას შესაბამისი შედეგი არ მოაქვს. ცნობისთვის, დებატებში მონაწილეობა ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ექსპერტებმა, პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა მიიღეს.