ევროკავშირის ბიუჯეტი

ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტი შესაძლოა მსხვილი კონტრიბუტორებისა და ღარიბი ბენეფიციარების ურთიერთობებზე აისახოს. ორგანიზაციაში საწევრო შენატანი, სავარაუდოდ, გაიზრდება და პროგრამების ნაწილის დაფინანსება შემცირდება. შვიდ წელზე გათვლილი ბიუჯეტის ცვლილება კი დიდი ალბათობით  ევროკავშირის წევრებს შორის ურთიერთობების გადახალისებაზეც გავლენას მოახდენს. მანამდე არაერთი პრეცედენტი იყო, როდესაც მდიდარი ქვეყნები საკუთარ ფინანსურ უპირატესობას შედარებით პრობლემური ქვეყნების მიმართ პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად იყენებდნენ.

სალომე თორაძე არკვევდა, დაკარგავენ თუ არა ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები ამ ბერკეტს და შეიცვლება თუ არა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დღემდე არსებული მოდელი.