ერთობლივი პრეზენტაცია

რა რეკომენდაციებს აძლევს ევროსაბჭო საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში,- ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ ერთობლივი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რომლის მიზანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა. გარდა ამისა, სასამართლოს ეფექტიანი მუშაობა და ადამიანის უფლებათა განხორციელებაზე კონტროლი.

რეკომენდაციების მიხედვით საქართველოში უნდა შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიების სისტემა, რაც ევროპული პრაქტიკის შესაბამისი უნდა გახდეს, წინასასამართლო და სასამართლო ეტაპზე გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები უნდა იყოს იდენტიფიცირებული, პროკურორების შესაძლებლობები კი გაძლიერებული.

ხაზგასმულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა უნდა წარიმართოს.

ძალოვანი უწყების წარმომადგენლების გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.