აზრთა სხვადასხვაობა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ცვლილების მიხედვით, ისეთი ნარკოტიკის მოხმარებაზე, რომელიც სწრაფად შეჩვევასა და აგრესიულ ქმედებას არ იწვევს, პატიმრობა უნდა გაუქმდეს. მთავარი შეკითხვაც სწორედ აქ ჩნდება, როგორ უნდა განისაზღვროს რომელი ნივთიერება, კონკრეტულ პირზე, რა გავლენას მოახდენს. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კანონში ცვლილებების შეტანა ახლა უკვე პარლამენტს ევალება, თუმცა ჯანდაცვის კომიტეტში ამბობენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების ერთმანეთისგან გამიჯვნა და კატეგორიებად დაყოფა რთული იქნება.

გადაწყვეტილებას, არასაპატიმრო ღონისძიების შესახებ, დადებითად აფასებენ მესამე სექტორში, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები გარკვეულ საფრთხეზეც მიუთითებენ. ვაკო ორმოცაძე ცდილობდა გაერკვია, რას გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილება და როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესები.