შსს-მ 626 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება გაანადგურა

21:44, 31.03.2026

ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლის პარალელურად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესიც. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე დღეს თითქმის 20 მილიონი ლარის ღირებულების 626 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერებები გაანადგურეს. პროცესი თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით წარიმართა. ნარკოტიკებთან ერთად განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აცხადებს, თვეების განმავლობაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად უკვე ასობით ნარკო-რეალიზატორია დაკავებული. სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები გასულ წელსაც გაანადგურა.

მსგავსი