„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები

12:19, 21.04.2026

პოლიტიკური შეფასებების თემაა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომელიც ასაკრძალი პარტიების სიაში „ფედერალისტების“ დამატების მოთხოვნას უკავშირდება. ოპოზიციის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ვადის გახანგრძლივებაა, ნაწილი კი – მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა. ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველ კონსტიტუციურ სარჩელს გამოითხოვს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით იყო შეტანილი. დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით კი – პარტიების ჩამონათვალი გაიზრდება და თუ თავდაპირველ სარჩელში იყო სამი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო“, მათ რიგებს „ფედერალისტები“ დაემატება.

მსგავსი