საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღე

12:07, 21.02.2026

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის შექმნას ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც. რევაზ ნადარაია სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს პირველი კონსტიტუცია შექმნეს ქართველმა იურისტებმა და პოლიტიკოსებმა უცხოელთა ჩართულობის გარეშე, რაც საკონსტიტუციო თვითშემოქმედების პროცესში ეროვნული სამართლებრივი ინტელექტუალიზმის სიმწიფეზე მეტყველებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გილოცავთ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105 წლის იუბილეს,“ – წერს ნადარაია.

მსგავსი