პირველი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირია დაკავებულია, მათ შორის საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკების გარდა, ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერებები და ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალა და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. პოლიციამ პოტენციური დანაშაულიც აღკვეთა. თბილისის აეროპორტში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობა, 2500 აბი „ბუპრენორფინის“ შემცვლელი ნარკოტიკული ნივთიერება შემოჰქონდა.
ყველა დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.