დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

18:30, 02.03.2026

ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 5 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა  და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის  ხელშეწყობა. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათი პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი,“ „ოპიუმი,“ „მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი.“  დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი