ნარკოდანაშაულის ბრალდება – ამოღებულია 103 კგ „მეტამფეტამინი“

21:37, 06.05.2026

გამოვლენილია საერთაშორისო ნარკოტრეფიკის მორიგი ფაქტი.

სამართალდამცველებმა საქართველოსა და თურქეთის მოქალაქე ქვეყანაში განსაკუთრებთ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავე ტომრებში გადანაწილებული 130 კილოგრამი „მეტამფეტამინის“ ბულგარეთში გატანას საქართველოს გავლით, სატვირთო მანქანით ცდილობდა.

ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება „შავ ბაზარზე“ 30 მილიონ ლარს შეადგენს. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნარკოდანაშაულის მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მსგავსი