საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ენმ-ს სარჩელზე
საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
ყოფილი სახელისუფლებო პარტია ოპოზიციური პარტიების საქმიანობის შემსწავლელი, პარლამენტის დროებითი საგამოძიები კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა. არგუმენტად კი საგამოძიებო კომისიის მხრიდან პარტიების უფლებების შეზღუდვას ასახელებდა. სარჩელის განსახილველად არ დაშვების მიზეზებზე საუბრისას, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ არ გააჩნია უფლებამოსილება იმსჯელოს სადავო აქტების, ასევე საქართველოს პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე, შესაბამისად სარჩელი არსებით განსახილველად ვერ იქნება მიღებული. რატომ გადაწყვიტა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამართლებრივი დავა გაეგრძელებინა სასამართლოში, რომლის დამოუკიდებლობასაც სარჩელის შეტანამდე და შემდეგაც ეჭვქვეშ აყენებდა – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ რეაქციებს თამარ წიკლაური გაგვაცნობს.