მასშტაბური სპეცოპერაცია – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 108 პირია დაკავებული
გამოვლენილია ნარკოდანაშაულის მასშტაბური სქემა.
სამართალდამცველებმა ჯამში 108 პირი დააკავეს, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების საქართველოში შემოტანა, შეძენა-შენახვა, კულტივიზაცია და რეალიზაცია. გამოძიება დანაშაულებრივი სქემის წევრებს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ედავება. საგამოძიებო მოქმედებები ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა. პოლიციამ პოტენციური დანაშაულიც აღკვეთა. იდენტიფიცირებული და დაკავებულია ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნარკოტიკული საშუალებები ამანათების სახით, საქართველოში შენიღბულად შემოჰქონდათ. მათ შორის ერთ-ერთ ბრალდებულს ნარკოტიკები რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე ჰქონდა განთავსებული. დაკავებულებს 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.