დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:27, 15.04.2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ორი პირი დააკავა სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციამ. პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი