დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

18:41, 14.04.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“, „კეტამინი“ და  „მდმა“. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი