„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ
ტელეკომპანია „ბიბისის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, დღეს მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ გაკეთდა განმარტება. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მოქმედებენ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად და კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ შეიტანენ სარჩელს ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ ფილმში ასახული ყალბი ინფორმაციის და ცრუ ბრალდებების წინააღმდეგ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივიდეს. მოსარჩელე ითხოვს, რომ ბრიტანულმა მაუწყებელმა აღიაროს დეზინფორმაციის გავრცელება და პლატფორმიდან აიღოს სადავო მასალა. საუბარია „ბიბისის“ მიერ მომზადებულ ფილმზე, რომლის მიხედვითაც, თბილისში აქციების დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.