ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საუბარია 2019 წლის მარტიდან, 2020 წლის თებერვლის პერიოდში სასამართლო სხდომის მონიტორინგის დროს გამოვლენილ გარემოებებზე. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კრიტიკულად იზრდება პირველი წარდგენის სხდომაზე დაკავებულის სახით წარდგენილ პირთა რაოდენობა.

ანგარიშის მიხედვით, პირველი წარდგენის სხდომაზე, მოსამართლეების მხრიდან უმეტეს შემთხვევაში არ ხდება დაკავების კანონიერების საჯაროდ განხილვა. როგორც საია-ში აცხადებენ,  მიმდინარე პერიოდში  მაღალია აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიებების გამოყენება.