სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

18:25, 26.06.2025

სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ საია ავრცელებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესაძლებელია, საქმე მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე გახდეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტური უფლებები. ყველა დარღვევასთან დაკავშირებით, რომელზეც საჩივარშია საუბარი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადავიდა განხილვის შემდგომ ეტაპზე. მათივე თქმით, ზოგ დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს მიეცა დრო, უპასუხოს იმ კითხვებს, რა კითხვებიც ამ საქმიდან გამომდინარე სასამართლოს აინტერესებს.

მსგავსი