„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიში

15:25, 10.12.2025

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენდა. საია-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება წარმოადგენს.

საია-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას, პროტესტის მონაწილეების მიმართ უსაფუძვლოდ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობები და მაღალი ჯარიმები წარმოადგენდა.

მსგავსი