საია-ს გადაწყვეტილება – გამოხმაურებები
საერთაშორისო დონეზე აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული საქართველოში, – ასე პასუხობს საია-ს განცხადებას პრემიერი. საუბარია სამართალწარმოების დაწყებაზე, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დააანონსა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველამ დაინახა, რომ „ბიბისიზე“ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოიყენეს მომწამლავი ნივთიერება „კამიტი“ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მისივე განცხადებით, გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე ჩაატარა.