უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება – გამოკითხვები
„ბიბისის“ მიერ მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. დილიდან გამოკითხვები მიმდინარეობს როგორც სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გამოძიების შეკითხვებს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს დირექტორმა, ეკა გიგაურმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, გელა ღუნაშვილმა უპასუხეს. დღეს ასევე გამოძიების კითხვებს, საია-ს წარმომადგენელმა მარიამ ჯიქიძემ უპასუხა. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე წუთში გიორგი ჩახუნაშვილის გამოკითხვა უნდა დაიწყოს.