სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება – გამოხმაურება თბილისში
როგორც მოსალოდნელი იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისში სხვადასხვანაირად კითხულობენ. საბოლოო ვერდიქტს ისტორიულ გამარჯვებად აცხადებს სარჩელის ავტორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
საია-ს შეფასებით, გარდა იმისა, რომ საქართველო ვალდებულია დაზარალებულებს კომპენსაციები გადაუხადოს, ასევე ვალდებულია დაადგინოს სპეციალური საშუალებები გამოყენების დეტალური რეგულაციები. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებაში სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე პროტესტის მონაწილეთა გაუფრთხილებლობაზეა საუბარი, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში მხოლოდ იმ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, სადაც წერია, რომ სახელმწიფო უწყებებზე შტურმი ხორციელდებოდა. ყოფილი პრემიერის მიმართ საქმეზე წარდგენილ ბრალს გახარიას გუნდი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. თუმცა, ასე არ ფიქრობს მმართველი გუნდი. „ქართული ოცნება“ აქციის დაშლისას გადაცდომებს აღიარებს, სრულ პასუხისმგებლობას კი ყოფილ თანაგუნდელს აკისრებს. ინსტრუქციისა და კანონმდებლობის“ უგულებელყოფით სპეციალური საშუალებების ერთობლივად გამოყენებაზე დავალების გაცემა, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე – ეს არის მიზეზი, რის გამოც გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.