საია-ს ახალი თავმჯდომარე თამარ ონიანი გახდა

15:20, 23.12.2025

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ორგანიზაციას თამარ ონიანი უხელმძღვანელებს. ახალი თავმჯდომარე მედიას დღეს ნონა ქურდოვანიძემ წარუდგინა. საია-ს გამგეობამ თამარ ონიანი თავმჯდომარედ გუშინ აირჩია. სამი წლის მანძილზე ორგანიზაციას ნონა ქურდოვანიძე ხელმძღვანელობდა, მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

მსგავსი