კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.56 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.56 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1.47 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1.55.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი, გარდაიცვალა ცხრა ადამიანი.