კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 29,64 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 30,78 პროცენტს შეადგენს

10:50, 18.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 30,78 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 29,64 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 32,04 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 14 405 პირს დაუდასტურდა, 24 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 17 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 15 644 შემთხვევა გამოვლინდა, 24 110 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

მსგავსი