კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22,9 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 26,71 პროცენტს შეადგენს

11:14, 24.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 26,71 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 22,9 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 29,17 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 8 455 პირს დაუდასტურდა, 18 206 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა.

ამასთან, 23 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 223 პაციენტი, გარდაიცვალა 48.

მსგავსი