კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22,9 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 26,71 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 26,71 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 22,9 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 29,17 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 8 455 პირს დაუდასტურდა, 18 206 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა.
ამასთან, 23 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 223 პაციენტი, გარდაიცვალა 48.