კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 29,57 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 30,99 პროცენტს შეადგენს

10:53, 17.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 30,99 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 29,57 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 32,01 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 15 644 პირს დაუდასტურდა, 24 110 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 15 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 894 პაციენტი, გარდაიცვალა 55.

მსგავსი