კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 29,57 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 30,99 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 30,99 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 29,57 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 32,01 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 15 644 პირს დაუდასტურდა, 24 110 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 15 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 894 პაციენტი, გარდაიცვალა 55.