კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 25,48 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 28,55 პროცენტს შეადგენს

10:46, 22.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 28,55 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 25,48 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 30,65 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 12 101 პირს დაუდასტურდა, 14 764 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 19 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 4 775 შემთხვევა გამოვლინდა, 19 242 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.

მსგავსი