საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა

10:45, 22.02.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 933-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 12 101 პირს დაუდასტურდა, 14 764 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 21 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 4 775 შემთხვევა გამოვლინდა,  19 242 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.

მსგავსი