კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 27,89 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 30,35 პროცენტს შეადგენს

10:53, 19.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 30,35 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 27,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 31,94 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 13 288 პირს დაუდასტურდა, 21 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 18 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 14 405 შემთხვევა გამოვლინდა, 24 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.

მსგავსი