კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 21,03 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 25,38 პროცენტს შეადგენს

10:48, 25.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 25,38 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 21,03 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 28,49 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 7 482 პირს დაუდასტურდა, 14 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.

ამასთან, 24 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 8 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 206 პაციენტი, გარდაიცვალა 41.

მსგავსი