კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 17,44 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 22,06 პროცენტს შეადგენს

10:54, 28.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 22,06 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 17,44%, ხოლო ბოლო 14 დღის – 26,54%

დღეს „კოვიდ-19“ 2 465 პირს დაუდასტურდა, 12 840 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.

მსგავსი