კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 18,42 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 22,64 პროცენტს შეადგენს

10:55, 27.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 22,64 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 18,42%, ხოლო ბოლო 14 დღის – 26,68%.

დღეს „კოვიდ-19“ 4 835 პირს დაუდასტურდა, 13 840 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა.

მსგავსი