კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 26,02 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 29,97 პროცენტს შეადგენს

10:48, 21.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 29,97 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 26,02 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 31,28 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 4 775 პირს დაუდასტურდა, 19 242 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 19 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 9 400 შემთხვევა გამოვლინდა, 18 770 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

მსგავსი