საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 21.02.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 888-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 775 პირს დაუდასტურდა, 19 242 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 20 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 9 400 შემთხვევა გამოვლინდა, 18 770 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

მსგავსი