საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 349 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 919 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 210, „პისიარ“ ტესტით – 9 709.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,47%, ბოლო 14 დღის – 1,55%, ბოლო შვიდი დღის – 1,56%

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 851 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 693 გამოჯანმრთელდა, 3576 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 307, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 410 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი.

ამასთან, 6 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 91 პაციენტი.