საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 349 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 919 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 210, „პისიარ“ ტესტით – 9 709.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,47%, ბოლო 14 დღის – 1,55%, ბოლო შვიდი დღის – 1,56%
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 851 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 693 გამოჯანმრთელდა, 3576 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 307, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 410 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი.
ამასთან, 6 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 91 პაციენტი.