კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 25,26 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 27,73 პროცენტს შეადგენს

10:45, 23.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 27,73 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 25,26 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 29,89 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 10 230 პირს დაუდასტურდა, 7 223 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 22 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 12 101 შემთხვევა გამოვლინდა, 14 764 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა.

მსგავსი