კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,53 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,13 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,13 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,52 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 509 პირს დაუდასტურდა, 4 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 59 პაციენტი.
გუშინ, 6 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 234 პაციენტი, გარდაიცვალა 63.