კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,53 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,13 პროცენტს შეადგენს

10:52, 07.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,13 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,52 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 509 პირს დაუდასტურდა, 4 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 59 პაციენტი.

გუშინ, 6 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 234 პაციენტი, გარდაიცვალა 63.

მსგავსი