კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,34 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,68 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,68 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,34 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,91 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსი 3 382 პირს დაუდასტურდა, 5 389 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ამასთან, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 624 პაციენტი, გარდაიცვალა 42.