კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,34 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,68 პროცენტს შეადგენს

10:55, 31.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,68 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,34 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,91 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 3 382 პირს დაუდასტურდა, 5 389 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ამასთან, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 624 პაციენტი, გარდაიცვალა 42.

 

 

მსგავსი