კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,32 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,99 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,99 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,32 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,89 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი, 40 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 21 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 411 შემთხვევა გამოვლინდა, 2 896 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.