საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა

10:47, 22.10.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 657-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 155 პირს დაუდასტურდა, 2 507 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 21 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 411 შემთხვევა გამოვლინდა, 2 896 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.

მსგავსი