საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 657-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 155 პირს დაუდასტურდა, 2 507 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 21 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 411 შემთხვევა გამოვლინდა, 2 896 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.