კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,15 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,77 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,77 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,15 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,01 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 285 პაციენტი, 78 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 12 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 445 შემთხვევა გამოვლინდა, 3 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 77 კი გარდაიცვალა.