კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,15 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,77 პროცენტს შეადგენს

10:51, 13.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,77 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,15 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,01 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 285 პაციენტი, 78 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 12 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 445 შემთხვევა გამოვლინდა, 3 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 77 კი გარდაიცვალა.

მსგავსი